пятница, 3 апреля 2015 г.

პროექტის სათაური
„რა ძალა აქვს მუსიკას?“
პროექტის მთავარი იდეა
მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმვაში, მოიძიებს რესურსს,მონაწილეობს წარდგენასა და შეფასებაში.
პროექტის მიზნები
სასიამოვნო განწყობის შექმნა, კვლევითი უნარ- ჩვევების განვითარება, მუსიკის მოსმენის, წარმოსახვის, დიალოგის, მსჯელობის უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი
13-14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
2 თვე
მოსალოდნელი შედეგები
საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული განწყობილების,კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების საშუალებით
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ბერძნული მითოლოგია, ქართული ხალხური ზრაპრები,აუდიო დისკი-კ.დებიუსის „სირინოზები“, მაგნიტოფონი
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი იძიებს მასალას ინტერნეტში მუსიკის როლის შესახებ ადამიანის ცხოვრებაში. იძიებენ ინფორმაციას ბერძნული მითოლოგიიდან, ქართული ხალხური ზღაპრებიდან. წერენ თხზულებას მუსიკის როლზე საკუთარ ცხოვრებაში. იძიებენ მოსასმენ მასალას - კლოდ დებიუსის „სირინოზები“. არკვევენ როგორი ხასიათის მუსიკაა წარმოდგენილი, რეალური თუ არარეალური-ზღაპრული  და რომელი ხერხი(ტემბრი, დინამიკა, ტემპი) იძლევა ამაზე ფიქრის საშუალებას.
დებატები: შესწევს თუ არა მუსიკალურ ნაწარმოებს
ძალა, რათა მსმენელი მიეცეს თავდავიწყებას?
დებატების შეჯამება და წარმოდგენა წერილობით.
მოსწავლეების მიერ დაწერილი თხზულებების პრეზენტირება, როგორი ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებს მიუსადაგებდნენ წარმოდგენილ თხზულებას? შედეგების შეჯამება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ხელოვნება,ქართული ლიტერატურა
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მანანა უგრეხელიძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
Mananaugrekhelidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
http://mananaugrekhelidze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий