დღეს დავამთავრეთ ტრენინგი ისტ-ში, ქალბატონ მარინე მურჯიკნელის ხელმძღვანელობით. ვისწავლეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა, სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით, თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით,რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს.
пятница, 3 апреля 2015 г.
პროექტის სათაური
|
„რა ძალა აქვს მუსიკას?“
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება პროექტის
მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმვაში, მოიძიებს რესურსს,მონაწილეობს წარდგენასა და
შეფასებაში.
|
პროექტის მიზნები
|
სასიამოვნო განწყობის შექმნა, კვლევითი უნარ-
ჩვევების განვითარება, მუსიკის მოსმენის, წარმოსახვის, დიალოგის, მსჯელობის
უნარების განვითარება.
|
მონაწილეთა ასაკი
|
13-14 წელი
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
2 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით
გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული
განწყობილების,კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკალური გამომსახველობითი
ხერხების საშუალებით
|
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
ბერძნული მითოლოგია, ქართული ხალხური
ზრაპრები,აუდიო დისკი-კ.დებიუსის „სირინოზები“, მაგნიტოფონი
|
პროექტის მსვლელობა
|
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი
იძიებს მასალას ინტერნეტში მუსიკის როლის შესახებ ადამიანის ცხოვრებაში. იძიებენ
ინფორმაციას ბერძნული მითოლოგიიდან, ქართული ხალხური ზღაპრებიდან. წერენ
თხზულებას მუსიკის როლზე საკუთარ ცხოვრებაში. იძიებენ მოსასმენ მასალას - კლოდ
დებიუსის „სირინოზები“. არკვევენ როგორი ხასიათის მუსიკაა წარმოდგენილი, რეალური
თუ არარეალური-ზღაპრული და რომელი
ხერხი(ტემბრი, დინამიკა, ტემპი) იძლევა ამაზე ფიქრის საშუალებას.
დებატები: შესწევს თუ არა მუსიკალურ ნაწარმოებს
ძალა, რათა მსმენელი მიეცეს თავდავიწყებას?
დებატების შეჯამება და წარმოდგენა წერილობით.
მოსწავლეების მიერ დაწერილი თხზულებების
პრეზენტირება, როგორი ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებს მიუსადაგებდნენ წარმოდგენილ
თხზულებას? შედეგების შეჯამება.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
|
ხელოვნება,ქართული ლიტერატურა
|
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
|
მანანა უგრეხელიძე
|
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
|
Mananaugrekhelidze@gmail.com
|
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
|
http://mananaugrekhelidze.blogspot.com/
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)