суббота, 28 марта 2015 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
მაჟორი
სწავლების საფეხური
1
მოსწავლეთა პროფილი
6
მიზანი
რიტმის დამახსოვრებისა და გამოხატვის უნარ- ჩვევების განვითარება. მუსიკის ელემენტარული თეორიის საწყისების გაცნობა- გააზრება, სანოტო სისტემის ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა
გაგვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
რიტმის შეგრძნების განვითარება და გამოყენება ცხოვრებაში
ესეგ მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში მონაწილეობა, შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.
ერთსა და იმავე მელოდიურ საქცევს აჟღერებს მაჟორსა და მინორში; მაჟორული და მინორული სამხმოვანების ბგერებზე თხზავს რიტმულ და ინტონაციურ მოდელებს.
კავშირი საგნებთან
ხელოვნება, მათემატიკა
წინარე ცოდნა
ინტერვალები, ნოტები ვიოლინოსა და ბანის გასაღებში, დო მაჟორი
რესურსები
რვეული, ფანქარი, საშლელი, დაფა, ცარცი, მაგნიტოფონი
გაკვეთილის
მსვლელობა
თემის გაცნობა, ორგანიზება-3 წთ.
მოსწავლეები ავსებენ ტესტს აქტივობობით:;ვიცი”-2წთ
წინარე ცოდნის გამოკითხვა( ფრონტალური კითხვები) -12წთ
რას ნიშნავს სიტყვა ორგანი?
რომელი საკრავია ორგანის წინაპარი?
რომელი კომპოზიტორი იყო ცნობილი ორგანისტი?
დღესდღეისობით საქართველოში სად შეიძლება ვიხილოთ აღნიშნული ინსტრუმენტი?
ავსებენ ტესტს აქტივობით: მინდა ვიცოდე-2წთ
ახალი მასალის ახსნა-15წთ
სოლფეჯიოს გაკვეთილი-მაჟორი
რა ეწოდება რვა ბგერისაგან შემდგარ რიგს?
რამდენი ინტერვალია გამაში?
რამდენი ტონისგან შედგება პრიმა? სეკუნდა? ტერცია? კვარტა? კვინტა? სექსტა? სეპტიმა? ოქტავა?
აქედან გამომდინარე, როგორ გამოიყურება დო მაჟორის სქემა?
ბგერა სოლ-დან ავაგოთ მაჟორული ტონალობა- 2წთ
რა ნიშანი აქვს სოლ მაჟორს?
მოსწავლეები ავსებენ ტესტს აქტივობით:;ვისწავლე” - 3წთ.
ტესტის განხილვა-3წთ
საშინაო დავალების მიცემა - 2წთ.
ააგეთ გამა რე მაჟორი
შეფასება

განმსაზღვრელი და განმავითარებელი(სიტყვიერი კომენტარი)

Комментариев нет:

Отправить комментарий