суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე.
ტრენინგის საკითხები:
1. სურათების მოძიება ინტერნეტში და შენახვა
2. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მისამართის მითითება პროექტში.
3. ბლოგზე მუშაობა და პორტფოლიოს შექმნა:
ა) მიზნის შერჩევა
ბ) გვერდების დამატება
გ) ბლოგში დამატებითი პროგრამის შეტანა.
4. რეფლექსია

დღეს მოვიძიეთ ინტერნეტში სურათები, შევინახეთ და მოძიებული ინფორმაციის მისამართები მივუთითეთ პროექტში. ბლოგზე შევქმენით პორტფოლიო დავამატეთ გვერდები და შევიტანეთ დამატებითი პროგრამა. მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება პრაქტიკაში.

четверг, 24 марта 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის საკითხები:
1-პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ
2-მოსწავლეთა პრეზენტაციის  ნიმუშების შექმნა
3-პრეზენტაციის ბროშურის და გაზეთის შაბლონების შევსება
4-პრეზენტაციის შევსება მოსწავლის როლში
5-პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეტანა გეგმაში




დღეს გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების ესახებ,  შევავსეთ  პრეზენტაციის ბროშურისა და გაზეთის შაბლონები ასევე პრეზენტაცია შევავსეთ მოსწავლის როლში და  პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შევიტანეთ გეგმაში.  აღნიშნულ აქტივობებს აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების მომზადებისას.
ტრენინიგის მეოთხე დღე
ტრენინგის საკითხები:
1-მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდების განხილვა
2-პროექტის პრეზენტაციის მომზადება
3-საპრეზენტაციო პროგრამა,  powerpoint-ში მუშაობა:
1)დიზაინის შერჩევა, 2) სლაიდების ანიმაციის შექმნა,3) სურათების მოძიება ინტერნეტში და პრეზენტაციაში ჩასმა



დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდი,  powerpoint-ში მოვამზადეთ საპრეზენტაციო პროგრამა. შევარჩიეთ დიზაინი, მოვიძიეთ სურათები ინტერნეტში და ჩავსვით პრეზენტაციაში.  ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.


суббота, 12 марта 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის საკითხები:
1. პროექტის გეგმის შევსება
2. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ინდიკატორების შეტანა პროექტის გეგმაში.
3. პროექტის მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა.
4. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შევსება პროექტში.


   დღევანდელ ტრენინგზე შევავსეთ პროექტის გეგმა, შევიტანეთ შესაბამისი ინდიკატორები, განვსაზღვრეთ მოსალოდნელი შედეგები და დავსვით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რაც მომავალში ძალიან გამომადგება პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში