суббота, 2 апреля 2016 г.

ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღე
საკითხები:
1. საკუთარი პროექტების წარდგენა.
2. პროექტის შაბლონის გადმოწერა.
3. ვიდეო გაკვეთილების გვერდი.
4. ტრენინგის შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების გაცნობა.



დღეს წარვადგინე ჩემი პროექტი, ვისწავლე პროექტის შაბლონის გადმოწერა, დავათვალიერე ვიდეო გაკვეთილების გვერდი და დავგეგმე სამომავლო ღონოსძიებები. ძალიან ბევრი სიახლე გავიგე ამ ტრენინგიდან რაც დამეხმარება პროფესიული ცოდნის ამაღლებაში. უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს, ბ-ნ გიორგი ჩაჩუას გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვებ წარმატებებს პორად და პროფესიულ საქმიანობაში.

пятница, 1 апреля 2016 г.

ტრენინგის მერვე დღე
საკითხები:
1. დიფერენცირებული სწავლება და მისი შეტანა პროექტში.
2. პროექტის შევსების დასრულება.
3. პროექტისათვის საბოლოო ფორმის მიცემა.
4. პროექტის ატვირთვა ბლოგზე.



დღეს დავასრულეთ პროექტის შევსება, მივეცით მას საბოლოო სახე და ავტვირთეთ ბლოგზე. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბ-ნ გიორგი ჩაჩუას, ნაყოფიერი სამუშაოს გაწევისათვის.

სასწავლო პროექტი

ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის საკითხები:
1. შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა და მათზე მუშაობა
2. პროექტის გეგმის შევსება
3. პროექტის მსვლელობის აღწერა.
4. რეფლექსია ბლოგზე


დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, შევავსეთ პროექტის გეგმა და აღვწერეთ მისი მსვლელობა, რასაც მომავალში გავითვალისწინებ და გამოვიყენებ პროექტის მომზადებისას. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი სამუშაოთი.

суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე.
ტრენინგის საკითხები:
1. სურათების მოძიება ინტერნეტში და შენახვა
2. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მისამართის მითითება პროექტში.
3. ბლოგზე მუშაობა და პორტფოლიოს შექმნა:
ა) მიზნის შერჩევა
ბ) გვერდების დამატება
გ) ბლოგში დამატებითი პროგრამის შეტანა.
4. რეფლექსია

დღეს მოვიძიეთ ინტერნეტში სურათები, შევინახეთ და მოძიებული ინფორმაციის მისამართები მივუთითეთ პროექტში. ბლოგზე შევქმენით პორტფოლიო დავამატეთ გვერდები და შევიტანეთ დამატებითი პროგრამა. მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება პრაქტიკაში.

четверг, 24 марта 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის საკითხები:
1-პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ
2-მოსწავლეთა პრეზენტაციის  ნიმუშების შექმნა
3-პრეზენტაციის ბროშურის და გაზეთის შაბლონების შევსება
4-პრეზენტაციის შევსება მოსწავლის როლში
5-პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეტანა გეგმაში




დღეს გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების ესახებ,  შევავსეთ  პრეზენტაციის ბროშურისა და გაზეთის შაბლონები ასევე პრეზენტაცია შევავსეთ მოსწავლის როლში და  პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შევიტანეთ გეგმაში.  აღნიშნულ აქტივობებს აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების მომზადებისას.
ტრენინიგის მეოთხე დღე
ტრენინგის საკითხები:
1-მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდების განხილვა
2-პროექტის პრეზენტაციის მომზადება
3-საპრეზენტაციო პროგრამა,  powerpoint-ში მუშაობა:
1)დიზაინის შერჩევა, 2) სლაიდების ანიმაციის შექმნა,3) სურათების მოძიება ინტერნეტში და პრეზენტაციაში ჩასმა



დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდი,  powerpoint-ში მოვამზადეთ საპრეზენტაციო პროგრამა. შევარჩიეთ დიზაინი, მოვიძიეთ სურათები ინტერნეტში და ჩავსვით პრეზენტაციაში.  ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.